რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი უკრაინაში ომზე: ეს იყო სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება

ღიად მიმდინარეობდა მომდევნო სადამსჯელო ოპერაციისთვის, ჩვენს ისტორიულ მიწებზე, მათ შორის ყირიმში შეჭრის მზადება. კიევში აცხადებდნენ ბირთვულ იარაღზე დაუფლების შესაძლებლობაზე, NATO-ს ბლოკმა კი ჩვენს მახლობლად მყოფი ტერიტორიების აქტიური სამხედრო ათვისება დაიწყო.

ამის შედეგად, იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, თანაც პირდაპირ ჩვენს საზღვრებთან. 

ვნახეთ როგორ განლაგდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყო მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, მიმდინარეობდა NATO-ს ქვეყნებიდან ყველაზე თანამედროვე იარაღის რეგულარული მიწოდება. საფრთხე ყოველ დღე იზრდებოდა. რუსეთმა აგრესია პრევენციულად უკუაგდო. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება.

ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების დღის პარადზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები