რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა ახლა შეუძლებელია

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 8 მაისი, 2022.
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერმინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა, შესაბამისი სამხედრო იარაღის არ არსებობის გამო, შეუძლებელია.

"ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია. ეს დღეს შეუძლებელია". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან ერთად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზოვსტალიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა და ხაზი გაუსვა, რომ "აგრესორი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჩვენი სამხედროების გათავისუფლება არ სურთ".

"რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვეები არიან. აი, ასეთი სიტუაციაა. ეს არის რუსეთის ფედერაციის პასუხი, სხვა პასუხები არ არსებობს". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები