საქართველო-ევროკავშირი

EU საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად – ჰარცელის მილოცვა

EU Delegation to Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეებს 9 მაისი, ევროპის დღე მიულოცა. ჰარცელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის მნიშვნელობას და თქვა, რომ EU საქართველოს გვერდით დგას.

ჰარცელი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ. მილოცვის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

"იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო.

თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება.

საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა – მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. კოვიდ პანდემიისა და სხვა კრიზისების დროს. ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ.

კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი.

ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!"

კომენტარები