ჩრდილოეთ ირლანდია

ჩრდილოეთ ირლანდიის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი პარტიამ Sinn Féin დაიკავა

Reuters

ჩრდილოეთ ირლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტურმა პარტიამ Sinn Féin პირველი ადგილი დაიკავა. პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო ასამბლეაში 90-დან 27 ადგილს დაიკავებენ.

მეორე ადგილზე დემოკრატიულ იუნიონისტური პარტია გავიდა, რომელიც 24 ადგილს მიიღებს. მესამე ადგილი კი პარტია ალიანსმა დაიკავა, რომელსაც ასამბლეაში 17 ადგილი შეხვდება.

Sinn Féin ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გასვლისა და ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების მომხრეა. დემოკრატიულ იუნიონისტური პარტია კი ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას უჭერს მხარს.

"დღევანდელი დღე ახალ ერის დასაწყისს გვიჩვენებს, რომელიც ჩემი რწმენით, გვაძლევს საშუალებას გადავიაზროთ ურთიერთობები ამ საზოგადოებაში სამართლიანობის კომპონენტში, თანასწორობის კომპონენტსა და სოციალური სამართლიანობის კომპონენტში. ეს გადამწყვეტი მომენტია ჩვენი ხალხისა და პოლიტიკისთვის". - თქვა Sinn Féin-ის ლიდერმა, მიშელ ო'ნილმა.

როგორც BBC წერს, მიშელ ო'ნილი ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრი გახდება, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ დემოკრატიულ იუნიონისტურმა პარტიამ ვიცე-მინისტრი წარადგინოს, რაზეც პარტიას ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ო'ნილის თქმით, ის იმედოვნებს, რომ "სხვა პარტიები" ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად მზად არიან და არ უნდა ჰქონდეს ადგილი "გამართლებებს" ან "დროის კარგვას".

კომენტარები