რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ მონაწილეობას იღებს

ვიაჩესლავ ვოლოდინი
TASS

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას სამხედრო ოპერაციებში კოორდინირებას უწევს, რაც მისი თქმით აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს.

"ვაშინგტონი უკრაინას სამხედრო ოპერაციების კოორდინირებასა და განვითარებაში არსებით დახმარებას უწევს, შესაბამისად პირდაპირ მონაწილეობას იღებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში". - წერს ვოლოდინი Telegram-ის პირად არხზე.

როგორც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აშშ უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, თუმცა ვაშინგტონი უარყოფს, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია პირდაპირი სამიზნეების შესახებ მონაცემებს შეიცავს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები