რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკში დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 90-მდე ადამიანი აფარებდა

Сергій Гайдай / Telegram

რუსეთის სამხედრო ძალებმა ლუგანსკის ოლქის სოფელ ბელოგოროვკაში დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 90-მდე ადამიანი აფარებდა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს

მისივე ცნობით, სკოლას თავს აფარებდა სოფლის თითქმის ყველა მოსახლე, რომელთა ევაკუაციაც, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 30-მდე ადამიანი, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. გაიდაი წერს, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები