რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკში ოკუპანტების თავდასხმას 11 და 14 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

REUTERS

ლუგანსკის ოლქის სოფელ პრივოლიეში რუსი სამხედროების თავდასხმას 11 და 14 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა კიდევ ორი, 12 და 8 წლის ბავშვები და 69 წლის ქალი.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს, რომ შემთხვევის ადგილას შესაბამისი სამსახურები კვლავ მუშაობენ და შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები