რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა მსოფლიო ბანკისგან $1.5 მილიარდის ღირებულების სესხს მიიღებს

მსოფლიო ბანკის სათაო ოფისი

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა მსოფლიო ბანკისგან $1.5 მილიარდის ღირებულების სესხს მიიღებს

აღნიშნულ თანხას ქვეყანა "უკრაინაში მდგრადი საჯარო ადმინისტრაციის უზრუნველსაყოფად, საჯარო ხარჯების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო ასოციაციის განვითარების მხარდაჭერით მიიღებს.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შევსებას მოხმარდება, რათა საგანმანათლებლო სექტორმა და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებმა როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე, ანაზღაურება მიიღონ.


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები