რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 9 მაისს კიევში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 9 მაისს უკრაინის  დედაქალაქში - კიევში მიიწვია.

9 მაისს რუსეთის ფედერაციაში მეორე მსოფლიოში ომში ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ.

ზელენსკის თქმით, შოლცს 9 მაისს კიევში ჩასვლით "ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯის" გადადგმა შეუძლია.

"ის დაპატიჟებულია, მოწვევა ღიაა". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

5 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გერმანელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ზელენსკიმ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და "გერმანიის ყველა სხვა სახელმწიფო ლიდერი კიევში მიიწვია".


12 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად აპირებდა კიევში ჩასვლას, თუმცა გერმანული წყაროების მიხედვით, მისი უკრაინაში ჩასვლა არ ინებეს.

კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულებას და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ამის შემდეგ, მის ნაცვლად უკრაინულმა მხარემ კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიწვია. თუმცა, შოლცის თქმით, მიწვევის მიუხედავად, ის უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავდა.

კომენტარები