რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჯონსონი: დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ისე, როგორც არასდროს

ზუსტად 80 წლის წინ, 1942 წელს, BBC-მ შოსტაკოვიჩის ლენინგრადის სიმფონია პირველად გააშუქა. სიმფონიას ნახევარად მშიერი ორკესტრი ლენინგრადის ალყის დროს უკრავდა, როცა მათ ნაცისტები უტევდნენ და ეს სიმფონია ფაშიზმის წინააღმდეგობისა და ადამიანის სულის სიძლიერის სიმბოლოდ იქცა. 

არ ვიცი, ვლადიმირ პუტინი შოსტაკოვიჩის მოყვარულია თუ არა, მაგრამ ტრაგიკული ირონია არ არის ის, რომ რუსეთის ლიდერი თავად ლენინგრადიდან ახლა უკრაინის ქალაქებს აფეთქებს, როგორც ეს რამდენიმე წუთის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღწერა. 

მაგრამ, როგორც არ უნდა ეცადოს პუტინი უკრაინელი ხალხის გატეხვას, ის ვერასდროს გატეხს მათ სულს. გამოფენა, რომელსაც დღეს ღამით ვხსნით, სწორედ ამის ადასტურებს. პუტინი ვერასდროს დაამარცხებს იმ დაუოკებელ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც უკვე მოიგერიეს რუსული არმია კიევის კარიბჭეებთან და შესაბამისად, 21-ე საუკუნის უდიდეს შეიარაღებულ ძალებად იქცნენ. 

სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა იქნება თავისუფალი. სუვერენული უკრაინა კვლავ აღდგება. 

და იმიტომაც, რომ ეს ბრძოლა იმდენად ცალსახაა, იმდენადაც მკაფიოა - ეს არის ბრძოლა თავისუფლებასა და ჩაგვრას, დემოკრატიასა და ტირანიას, დამოუკიდებლობასა და იმპერიალიზმს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის - სწორედ ამიტომ ვფიქრობ ასე.

დიდ ბრიტანეთში, ყველგან შეგიძლიათ ლურჯი და ყვითელი დროშები იხილოთ, რომლებიც ქალაქის დარბაზებიდან და ეკლესიის გუმბათებიდან, ბაღებიდან და საბავშვო მოედნებიდან ფრიალებს, და ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში, ვამაყობთ, რომ ვართ უკრაინის მეგობრები.

პუტინმა ყოველ მეოთხე უკრაინელს საკუთარი სახლი წაართვა, მათ შორის, უკრაინელი ბავშვების 2/3-ს. ჩვენ, გარდა იმისა, რომ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უნდა დავეხმაროთ, ასევე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევამსუბუქოთ უდანაშაულო ადამიანების ტვირთი.

მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ჩემო მეგობრებო, რათა ამ უძველეს ევროპულ დედაქალაქს, კიევს, საფრთხე აღარასდროს დაემუქროს - რათა უკრაინა კვლავ იყოს მთლიანი და თავისუფალი.

თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე "მამაცი უკრაინა"

კომენტარები