კორონავირუსი საქართველოში

იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ მოზარდებში ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა

იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ ბავშვებში ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა - ინფორმაცია ამის შესახებ ინტერპრესნიუსს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა. 

ჩხაიძის თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთება ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდებს შეეძლებათ. მისივე ინფორმაციით, აცრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს მთავრობა შესაბამის ბრძანებას გამოაქვეყნებს.  

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 მაისის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 884 726 აცრა - მინიმუმ, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 366 668 ადამიანი, 18 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის 47.6%.  სრულად ვაქცინირებულია 1 264 519 ადამიანი, ზრდასრული მოსახლეობის 44.0%

ბუსტერ დოზით აცრილია 250 063 ადამიანი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 234 (2.39%) სრულად აცრილია - 3 361 (1.90%) 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 702 (15.66%) სრულად აცრილია- 11 227 (13.84%).

კომენტარები