როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი

2022 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები დასახელდნენ

Be Funky

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს 2022 წელს პეტ ბენატარი, Duran Duran, ემინემი, Eurythmics, დოლი პარტონი, ლაიონელ რიჩი და კარლი საიმონი შეემატნენ.

"ამ განსხვავებულმა არტისტებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს მუსიკასა და ახალგაზრდულ კულტურაში. მათმა მუსიკამ იმოქმედა თაობებზე და მრავალი ახალი არტისტისთვის შთაგონების წყარო გახდა". – ამბობს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ხელმძღვანელი ჯონ საიქსი.

ქანთრის ლეგენდამ დოლი პარტონმა, ნომინაციის მიღების შემდეგ დარბაზში მოხვედრაზე უარი თქვა. მისი აზრით ეს დიდება მხოლოდ როკში მოღვაწე არტისტებს ეკუთვნით. თუმცა მოგვიანებით მომღერალმა აზრი შეიცვალა და საპატიო წოდებისთვის მადლობა გადაიხადა.

სპეციალური ჯილდოები გადაეცა ასევე ჰარდ როკ ბენდს Judas Priest-ს და მომღერალ ჰარი ბელაფონტეს.

1986 წელს დაფუძნებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი აშშ-ში, კლივლენდში მდებარეობს. მუზეუმი განკუთვნილია როკ მუსიკის, გავლენიანი მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად.

კომენტარები