როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი

მისი ელიოტი, ჯორჯ მაიკლი, ქეით ბუში – როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები დასახელდნენ

Befunky

ცნობილი გახდა იმ მუსიკოსებისა და ბენდების ვინაობა ვისაც 2023 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ. 

2023 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს შეუერთდნენ ქეით ბუში, შერილ ქროუ, მისი ელიოტი, ჯორჯ მაიკლი, უილი ნელსონი, Rage Against The Machine და The Spinners.

მუსიკალური გავლენის ჯილდო გადაეცათ DJ Kool Herc-სა და ლინკ რეის. შაკა ხანმა, ელ კუპერმა და ბერნი ტოპინმა მუსიკალური ბრწყინვალების ჯილდო მიიღეს. აჰმეტ ერტეგუნის სახელობის ჯილდო გადაეცა პროდიუსერს დონ კორნელიუსს.

1986 წელს დაფუძნებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი აშშ-ში, კლივლენდში მდებარეობს. მუზეუმი განკუთვნილია როკ მუსიკის, გავლენიანი მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად.

დარბაზში გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია 2023 წლის 3 ნოემბერს, ნიუ-იორკში, ბარკლის ცენტრში გაიმართება.

კომენტარები