რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: მტრის მიერ აზოვსტალის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

"მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებისა და ჩვენი დანაყოფების განადგურების მცდელობა გრძელდება. გარკვეულ რაიონებში, ავიაციის დახმარებით, მტერმა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, თავდასხმა განაახლა. თუმცა, წარმატება არ აქვთ". - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პარალელურად, ოკუპანტები თავდასხმით ოპერაციებს აგრძელებენ უკრაინის აღმოსავლეთ მხარეშიც.

"რუსული ჯარი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში თავდასხმის ტემპის აჩქარებას ცდილობს. მცდელობის მიზანი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა და ზაპოროჟიესა და კრივოი როგზე თავდასხმის განვითარებაა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები