რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში ჩაშლილი ვიზიტის შემდეგ, შოლცი კიევში ჩასვლას არ აპირებს

Reuters

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, მიწვევის მიუხედავად, ის უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში მას შემდეგ  მიიწვიეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ მოისურვა.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა RBB-ს საზოგადოებრივ რადიოში ისაუბრა.

"პრეზიდენტს სურდა უკრაინაში წასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. კარგი იქნებოდა, ის კიევში მიეღოთ. მეტი კომენტარების გაკეთება არ მსურს, რადგან ამჯერად ზრდილობიანად ყოფნა გამაღიზიანებელია". - ამბობს ოლაფ შოლცი.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა გერმანიის კანცლერი კიევში ვიზიტს, შოლცმა უპასუხა, რომ რთულად მოიძებნება ქვეყანა, ან ლიდერი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტზე ინტენსიური ურთიერთობა აქვს გერმანიის კანცლერთან.

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად აპირებდა კიევში ჩასვლას, თუმცა გერმანული წყაროების მიხედვით, მისი უკრაინაში ჩასვლა არ ინებეს. 

კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულებას და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

კომენტარები