რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

გერმანიის ვიცე-კანცლერი: უკრაინულმა მხარემ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა უკრაინა გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

"სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს – უკრაინულმა მხარემ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი ზელენსკის მხრიდან უარი ნიშნავს გერმანიისთვის ნათქვამ უარს". - თქვა ჰაბეკმა.

კითხვაზე გაემგზავრება თუ არა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ან თავად ჰაბეკი უკრაინაში, ვიცე-კანლერმა ასე უპასუხა: "ახლა ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრობლემას ვაგვარებთ და არ ვამძაფრებთ. სწორედ ამისთვის გამოიგონეს ტელეფონი".

ამასთან, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

რაც შეეხება გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცის თქმით, მიწვევის მიუხედავად, ის უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში მას შემდეგ  მიიწვიეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ მოისურვა.

კომენტარები