რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობები დღეს შეფერხდა

მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობები დღეს შეფერხდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით ქარხნის ტერიტორიაზე 200-მდე ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვია დარჩენილი.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამ გამოიწვა შეფერხება, თუმცა უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა აზოვსტალზე თავდასხმა, გუშინვე, ავტობუსების კოლონის მიერ ტერიტორიის დატოვებისთანავე განაახლეს.

ამასთან, მარიუპოლიდან დღეს ევაკუირებული პირველი ჯგუფი, 230 კილომეტრის დაშორებით, უკრაინის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში უნდა ჩასულიყო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსებმა შეთანხმებულ საევაკუაციო პუნქტზე მისვლა ვერ შეძლეს.

კომენტარები