რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთის სარდლობა: ზმეინზე ოკუპანტების საზენიტო სისტემის 4 ერთეული გავანადგურეთ

კუნძული ზმეინი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს. ოპერატიული სარდლობა სამხრეთის ინფორმაციით, განადგურებულია საზენიტო სისტემის 4 ერთეული. 

კერძოდ, განადგურებულია სამი რუსული საზენიტო იარაღი, საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10 და საკომუნიკაციო მანქანა - სერვერის ოთახი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობით. 

მათივე ცნობით, ლიკვიდირებულია 42 ოკუპანტი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები