რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს

თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე სპეციალიზებული დანიური მედიაგამოცემის, OLFl-ის ცნობით, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტრანსპორტიორებს - Piranha III-ს გადასცემს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს 25 ცალ 8X8 Piranha IIIC-ს. 

Piranha არის ჯავშანტექნიკის ოჯახი, რომელსაც შვეიცარიული კომპანიის MOWAG აწარმოებს. იგი შემოთავაზებულია 6X6, 8X8 და 10X10 კონფიგურაციებში. Piranha ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯავშანმანქანა მსოფლიოში. 

ღია წყაროების თანახმად, დანია ფლობს 115 Piranha IIIC-სა და 22 Piranha IIIH. თავად დანიის არმია ახლა Piranha III-ის ნაცვლად, Piranha V-ის იყენებს.

2022 წლის იანვარში დანიის მთავრობამ უკრაინის მხარდაჭერის ახალი პროგრამისთვის 22 მილიონი ევრო გამოყო

დანიამ 2022 წლის 26 თებერვალს უკრაინას 2000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და 700 პირველადი დახმარების საველე კომპლექტი მიაწოდა. 27 თებერვალს კი დამატებით 2700 M72 LAW მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 300 FIM-92 სტინგერის პორტატული საზენიტოს-სარაკეტო სისტემა.

კომენტარები