ქართული ოცნება

პრემიერი: მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს

მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას - ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. 

[...] მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ვეხმარებით, მაგრამ ისეთი ჰესი, როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები