რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეგენდარული "კიევის აჩრდილი" დაიღუპა — THE TIMES

The Time-ის ინფორმაციით, MIG-29-ის მებრძოლი პილოტი, ზედმეტი სახელით - კიევის აჩრდილი გასულ თვეს დაიღუპა. სიკვდილამდე მან 40-მდე რუსული თვითმფრინავი გაანადგურა. 

ასევე, ცნობილი გახდა კიევის აჩრდილის ვინაობაც. ის ერთი შვილის მამა, 29 წლის მაიორი სტეფან ტარაბალკაა. გამოცემის ინფორმაციით, მისი თვითმფრინავი 13 მარტს ჩამოაგდეს.

მანამდე, უკრაინული მხარე საიდუმლოდ ტოვებდა, თუ რეალურად ვინ იყო კიევის აჩრდილი. ამის გამო ბევრს მის რეალურად არსებობაში ეჭვი ეპარებოდა. 

"ის ყოველთვის უყურებდა მედესანტეებს საჰაერო წვრთნებში და გარბოდა მათი მიმართულებით, რათა დაენახა სად დაეშვნენ ისინი. ადრეული ბავშვობიდან ის ყოველთვის ოცნებობდა ცაზე, ღრუბლებზე მაღლა ფრენაზე". - ამბობს პილოტის მშობელი NPR-თან ინტერვიუში. 

უკრაინის ცნობით, უკრაინამ 189 რუსული თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი და 229 დრონი გაანადგურა.

კომენტარები