პიტერ აკერმანი

"შეუდარებელი სიმტკიცის კაცი, საზრიანი რეალისტი" – პიტერ აკერმანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

არაძალადობრივი კონფლიქტის საერთაშორისო ცენტრის დამფურძნებელი და გლობალური სამოქალაქო მოძრაობების ლიდერი, პიტერ აკერმანი 26 აპრილს, 75 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის პრეზიდენტმა, კრისტინ ლორდმა გაავრცელა.

"პიტერ აკერმანი იყო შეუდარებელი სიმტკიცის და მორალური სიცხადის კაცი, რომელიც გამოირჩეოდა მსოფლიოში უსამართლობისა და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი ხედვით. პიტერის ხედვა თანაბრად გაბედული და შეუდარებელი იყო. მისი შთაგონების წყარო მაღალი იდეები გახლდათ, თუმცა პიტერი გულუბრყვილოობისგან მუდამ შორს იდგა. ის გახლდათ საზრიანი რეალისტი, რომელიც ასხივებდა შესანიშნავ ინტელექტს, ზღვა ანალიტიკურ უნარს, პრაქტიკულობას და საქმის ბოლომდე მიყვანის აბსოლუტურ წყურვილს. სხვებთან ურთიერთობაში, ის გახლდათ ძალიან კეთილი, გულუხვი და გულღია. მისთვის, შეჯიბრებითობა და ცხარე ბრძოლა საჭირო მიზეზისთვის სახასიათო იყო. მე მისი სადარი არასოდეს არავინ მყოლია და ეჭვი მეპარება, რომ იდესმე მეყოლება. მე ის სასწაულად მომენატრება."  - ამბობს კრისტინ ლორდი.

პიტერ აკერმანი სხვადასხვა დროს Freedom House-ის, Americans Elect-ისა და არაძალადობრივი კონფლიქტის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე იყო. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში CARE და Council of Foreign Relations. ამავდროულად, გარდაცვალებამდე, აკერმანი გახლდათ  ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თანათავმჯდომარე.

როგორც IREX-ი გამოსამშვიდობებელ განცხადებაში იხსენებს, მისი სტრატეგიული ინიციატივები განსაკუთრებოთ მნიშვნელოვანი იყო, მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობაში, საზოგადოებრივი მოძრაობების გაძლიერებაში და მოქალაქეებისთვის მანიპულაციურ ინფორმაციასთან ბრძოლის უნარის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში, პიტერ აკერმანი საქართველოში იმყოფებოდა. მისი უკანასკნელი წიგნის The Checklist to End Tyranny პრეზენტაცია, თბილისში გაიმართა. აკერმანი, ასევე შეხვდა ქართველ სამოქალაქო, პოლიტიკურ და აკადემიური წრის ლიდერებს ბაკურიანში, აკადემიური ხასიათის სემინარზე.

კომენტარები