პიტერ აკერმანი

არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, პიტერ აკერმანი გარდაიცვალა

ამერიკელი ბიზნესმენი, პოლიტიკური ორგანიზაცია Americans Elect-ისა და არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, პიტერ აკერმანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. აკერმანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.


აღსანიშნავია, რომ პიტერ აკერმანი თვის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა და ადგილობრივი ოპიზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრას მოგვიანებით ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ომის პარტია, რომელსაც თავის სატელიტებთან ერთად საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის სურვილი ამოძრავებს.

"ამ რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში და ეს რევოლუციური გეგმებიც არის პირდაპირ კავშირში ამ ძირითად განზრახვასთან". - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ენმ-სთან ერთად შეხვედრას ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩი - მეტი თავისუფლების და დროას ლიდერები ესწრებოდნენ.

კომენტარები