საქართველო-უკრაინა

ზურაბიშვილი ელჩის გაწვევაზე: პოლიტიკური ელფერი აქვს, დაკავშირებულია ოპოზიციის კონტაქტებთან

ვფიქრობ, ამას [ელჩის გაწვევას] გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რომელიც ქართულ შიდა პოლიტიკასთან და ზოგ უკრაინელ ლიდერთან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის კონტაქტებთან არის დაკავშირებული. 

[...] ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა რაც შეიძლება მჭიდრო იყოს. ყველაფერი, რაც რაიმე სახის განსხვავებას გამოხატავს, არის ხელსაყრელი რუსეთისთვის და არავისთვის სხვისთვის - ეს არის ის, რაც მე ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს ის საკითხია, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციონერი ლიდერები, დაახლოებული სააკაშვილთან, რომელიც უკრაინაში იყო და იქ ჰყავს თავისი მეგობრები - და ის ცდილობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე გავლენის მოხდენას, ვფიქრობ, შესაფერისი მომენტი ნამდვილად არ არის. 

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში ქვეყანიდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე საუბრისას. 

კომენტარები