თბილისის მერია

კალაძე: მიკროავტობუსში ადგილები იყო და არ გაუჩერეს მგზავრს, 200-ზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების მხრიდან ხშირად შემოდის წერილები და ზარები, რომ მიკროავტობუსები არ უჩერებენ მგზავრებს, როდესაც მგზავრის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ გააჩეროს მიკროავტობუსი, ავიდეს და გამოიყენოს ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს თავისუფალი ადგილების არარსებობით, შეიძლება, ესეც იყოს მოტივი და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება.

ჩვენ ყოველთვის ვატარებთ მონიტორინგს და იყო შემთხვევები,  როდესაც მიკროავტობუსში იყო ადგილები და მძღოლი მგზავრს არ უჩერებს, აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ეს დამოკიდებულება და მიდგომა მძღოლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება.

ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლი არის დაჯარიმებული და გამოწერილია ჯარიმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მონტორინგი გაგრძელდება. ასევე მინდა მივმართო მგზავრებსაც, ვისაც გექნებათ ასეთი შემთხვევა, აუცილებლად მოგვმართეთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე, და მერწმუნეთ, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები