ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე ივანიშვილზე: რუსული ბიზნესები თავისკენ მოიკითხონ ომის პარტიის შემადგენლებმა

ეს არის ეკა გიგაურის კვლევა, რის მიმართაც ჩვენი ნდობა არის ნულოვანი, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. მათი დოკუმენტები გვახსოვს, როგორი სანდოობით სარგებლობს, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია, ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათ არანაირ კვლევას, ბუნებრივია, არავითარი ღირებულება არ აქვს ჩვენთვის.  

რაც შეეხება რუსულ კავშირებს, მე შეგახსენებთ, რომ თქვენი პარტიის, თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა კობა ნაყოფია, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთის მოქალაქეა და მას აქვს სერიოზული აქტივები რუსეთში, ისევე, როგორც ნაცმოძრაობის არაერთ სხვა წარმომადგენელს. აქედან გამომდინარე, გიგაურმა და ომის პარტიის შემდგენელმა ორგანიზაციებმა რუსული კავშირები და ბიზნესები მოიკითხონ თავისკენ, ეს არის ჩემი რჩევა მათ მიმართ. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 27 აპრილს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, რულ მცირე, ერთ კომპანიას ფლობს. 

კომენტარები