კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 132 შემთხვევა, დღიური დადებითობა 0.64%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 549 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 332 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 0.64%-ია, ბოლო 7 დღის - 1.02%, ბოლო 14 დღის კი 1.1%. 

132 ახალი შემთხვევიდან თბილისში 60 დადასტურდა, აჭარაში - 8, იმერეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, შიდა ქართლში - 11, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 12, კახეთში - 6, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.  

28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 654 757 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული - მათგან 1 636 520 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 805 კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 1 446 აქტიური შემთხვევაა. 

რეანიმაციულ განყოფილებაში 70 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9.

კომენტარები