ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: გიგა ბოკერიასნაირები არიან ქართულ პოლიტიკაში პრობლემა

ჩემი საქმე ნამდვილად არ არის და არ ვთვლი გიგა ბოკერიასთან პოლემიკას, მითუმეტეს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, რომელიც არც სახელისუფლებო მიმართულებით, არც ოპოზიციაში ხალხის მხარდაჭერა მას არ აქვს.

მე არ ვთვლი, რომ გიგა ბოკერიას რაღაც ნააზრევებზე უნდა გავაკეთო განცხადება, საერთოდ ვის წარმოადგენს ეს ადამიანი, თუ რამე არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და იქიდან გვესაუბრება და "ჭკუას გვარიგებს", ეს მისი საქმეა. მე ვთვლი, რომ ჯერ ერთი, დაქსაქსული, დაპირისპირებული, გათითოკაცებული ოპოზიცია ოლიგარქისთვის შესაძლებლობაა და გიგა ბოკერია და მისი პარტია არ უშვებს არასდროს შესაძლებლობას, რომ ტალახი ისროლოს ოპოზიციის ფლანგზე, რუსმა ოლიგარქმა დედა უტირა ქვეყანას და მას მოსცლია ოპოზიციისთვის მუდამ, ამ ბოლო პერიოდში ამ საქმეზეა გიგა ბოკერია და მისი პარტია. ვწუხვარ.

მე ვთვლი, რომ გიგა ბოკერიასნაირები არიან პოლიტიკაში პრობლემა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, გულწრფელად ვამბობ, გიგა ბოკერიასნაირები არიან ქართულ პოლიტიკაში პრობლემა, ოღონდ არ ვთვლი, რომ მასთან დაპირისპირება ჩემი საქმეა ან მასზე საუბარი საერთოდ, არ მინდა მასზე ლაპარაკი, არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი TV ფორმულას ეთერში. მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას პოზიციას, რომ პრობლემაა ოპოზიციურ ფლანგში ბუნდოვანება, რაც თუნდაც პარლამენტში ყოფნით გამოიხატება.

კომენტარები