რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: უნდა ვაცნობიერებდეთ, აღვკვეთეთ კონფლიქტი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მოხდებოდა

ცხადად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ხელი შეუშალეს რეალურ საფრთხეს, რომელიც ჩვენს სამშობლოს უკვე ემუქრებოდა. თავისი გმირობით, ჰეროიზმით აღკვეთეს მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც წარიმართებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, თუმცა უკვე სხვისი სცენარით.

ძალები, რომლებსაც ისტორიულად ჰქონდათ და აქვთ რუსეთის შეკავების კურსი, ზუსტად ისტორიულად, ასე იყო დიდი დროის წინაც... რატომ აკეთებენ ამას? რადგან ასეთი ქვეყანა - დამოუკიდებელი, დიდი, უდიდესიც კი, მათი წარმოდგენებით, არ არის საჭირო. ისინი ფიქრობენ, რომ ის მათთვის წარმოადგენს საფრთხეს, მხოლდო თავისი არსებობის ფაქტით. თუმცა ეს ასე არაა. ისინი თავად არიან საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის.

თქვა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაზე კანონმდებლების საბჭოს წევრების პირისპირ სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები