არესტოვიჩის განცხადებები გახდა უკვე ძალიან მომაბეზრებელი და მგონია, რომ მას ყურადღება საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა - საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისათვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება. არ მგონია მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.
tbl.ge/5z9j
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ მას ეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიუკრაინა-საქართველონიკოლოზ სამხარაძეოლექსი არესტოვიჩიუკრაინარუსეთიომი უკრაინაში
ამავე თემაზე
- ზელენსკი: უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული ამოცანაა
- ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას - ზელენსკი საქართველოზე
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან საუბარზე: ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით
- ოცნებამ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეამცირა




