ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი: პარალიმპიადიდან რუსეთის მოხსნა ადამიანის უფლებების ცინიკური დარღვევაა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები 2022 წლის პეკინის პარალიმპიადიდან მოიხსნა. მიზეზი უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია გახდა. 

26 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პარალიმპიელებს შეხვდა. 

"თქვენ ემზადებოდით წარმოგეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები პეკინის თამაშებზე. ღია, სამართლიან ბრძოლაში დაამტკიცებდით, რომ ყველაზე ძლიერები ხართ. და ახლა რაც ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოხსნა პარალიმპიადიდან არამხოლოდ სპორტის ფუნდამენტური პრინციპების, არამედ ადამიანის საბაზისო უფლებების ცინიკური დარღვევაა". – ამ სიტყვებით მიმართა პუტინმა სპორტსმენებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები