რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზმეინის კუნძულზე ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო სისტემა გავანადგურეთ – სამხრეთის სარდლობა

ზმეინის კუნძული

უკრაინელმა სამხედროებმა ზმეინის კუნძულზე ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10 გაანადგურეს - ინფორმაციას უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს

სამხრეთის სარდლობის ცნობით, ახალი შეტევის შემდეგ ოკუპანტების დანაკარგი ზუსტდება. 

"1 დღეში მტრის ჯამური დანაკარგია: 16 რაშისტი, 12 ტანკი და საავტომობილო ტექნიკის 4 ერთეული, აქედან 2 შეჯავშნული". - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები