მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გვარამია: სააკაშვილთან ამანათების შეტანა აკრძალეს და მშიერი დატოვეს, ღიად კლავენ

მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ის ვერ ჭამს.

მიშა აქამდე მარტო უცხიმო სულგუნს და კიტრს ჭამდა, იმასაც ძალიან ცოტას. ეს ამანათებით შეგვქონდა მასთან.

დღეს, პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა.

მიხეილ სააკაშვილს კლავენ მიზანმიმართულად და ღიად.

ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის გინდა გაცნობიერებული, გინდა გაუცნობიერებელი დუმილი ასევე უდრის მკვლელობას.

წერს facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია.

კომენტარები