გიორგი მარგველაშვილი

ნათელაშვილი: თუ გიორგი მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარე გახდება, ეს ინოვაცია იქნება

თუ გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება, ეს პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს. ეს ალბათ ქართულ პოლიტიკაში ინოვაცია იქნება. თუ თქვენ დაიწყებთ პარტიაგამოცვლილ პოლიტიკოსებზე მსჯელობასა და კვლევა-ძიებას, საქართველოში ასეთი ერთადერთია, ლეიბორისტული პარტია. ნათელაშვილი, გუგავა, ქუმსიშვილი და სხვები, ვისაც პარტია არ გამოუცვლია. 

თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. დღეს, 26 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება. მათი ცნობით, მარგველაშვილმა შეთავაზება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

კომენტარები