რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუმის სპიკერი: ვაღიაროთ, უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს

გუშინ FSB-მ აღკვეთა ჟურნალისტებზე - ვლადიმირ სოლოვიოვზე, მარგარიტა სიმონიანზე, დმიტრი კისელიოვზე, ევგენი პოპოვზე, ოლგა სკაბეევასა და ტიგრან კეოსაიანზე თავდასხმის მცდელობა

საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის წამოწყების შემდეგ, კიევი სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებზე გადავიდა. სწორედ ამას მივყავართ ნეონაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერამდე.

უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა. ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ის, რაც მოხდა, ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაცის დაწყება სწორი და დროული იყო. 

წერს რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-არხზე. გუშინ, 25 აპრილს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნეონაცისტები სიმონიანისა და კისილიოვის მკვლელობებსაც განიხილავდნენ".

კომენტარები