რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში რკინიგზის 5 სადგური დაბომბეს

რუსებმა ოკუპანტებმა უკრაინაში რკინიგზის 5 სადგური დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის თავმჯდომარე ალექსანდრ კამიშინი ავრცელებს. 

"რუსული არმია აგრძელებენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას. დღეს დილით, ერთ საათში, ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში ხუთი რკინიგზის სადგური დაიბომბა და გაჩერდა 16 სამგზავრო მატარებელი".- თქვა მან და აღნიშნა რომ დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება. 

ასევე, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციითრუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "კრასნოეს" სარკინიგზო სადგურზე აფეთქება მოხდა. მისივე თქმით, ერთი რაკეტა ლვოვის რეგიონში უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

 

კომენტარები