რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: ჩვენ ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში – კიევისთვის ბრძოლა მოგებულია

სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთიდან კიევში მატარებლით ჩავედით, შესაბამისად მატარებლის ფანჯრიდან ბევრი ვერაფერი ვნახეთ. უკრაინის დედაქალაქშიც პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეში წავედით. ამიტომ, რიგით უკრაინელებთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა არ გვქონია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ კიევისთვის ბრძოლა მოგებულია. ერთი შეხედვით, ქალაქის გარკვეულ ადგილებში ჩვეული ცხოვრების რიტმი იგრძნობოდა.

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. ის და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 აპრილს შეხვდნენ. ისინი კიევში იმყოფებოდნენ.

კომენტარები