რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის დამატებით $713-მილიონიან სამხედრო დახმარებას გეგმავს

Reuters

აშშ უკრაინას ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით, დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

"პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი 713 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს, რათა უკრაინა უფრო მეტად მიუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს. აგრეთვე, კვლავ გაგრძელდება აშშ-ს მიერ უკრაინისთვის აქამდე გამოყოფილი დახმარების მიწოდება და უკრაინელი ჯარისკაცების სწავლება". - ამბობს ბლინკენი.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი და სახელმწიფო მდივანი - ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი კიევში არიან. მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის მაღალი რანგის პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, უკრაინისთვის კი ფინანსური და სამხედრო დახმარება.

კომენტარები