რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: დღეს აშშ-სა და უკრაინის მეგობრობა და პარტნიორობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხი უკვე ორი თვეა იბრძვის. მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. დღეს უკრაინელი ხალხი ერთიანი და ძლიერია და ამერიკისა და უკრაინის მეგობრობა და პარტნიორობა ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. 

წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი და სახელმწიფო მდივანი - ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი კიევში არიან. ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება. 

კომენტარები