სენაკი

სენაკში პოლიციელს თავს დაესხნენ – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ტაბულა

24 აპრილს, გამთენიისას სენაკში სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ პოლიციიის თანამშრომელს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია რამდენიმე პირი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები