სენაკი

სენაკში ავტომობილი ხევში გადავარდა და აალდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის – ბავშვი

Tabula

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, შემდგომ კი აალდა.

უბედური შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ერთი ბავშვი. დაშავდა ორი პირი.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები