რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა უკრაინას $1.6 მილიარდის სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის გასაუმჯობესებლად 7 მილიარდი პოლონური ზლოტის ($1.6 მილიარდი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი მიაწოდა. ამის შესახებ Twitter-ზე პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი, პიოტრ მიულერი მატეუშ მორავიეცკის ციტირებით წერს.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ამის შესახებ #StopRussiaNOW ინიციატივის კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ $1.6 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი უკრაინის, პოლონეთისა და ევროპის სუვერენიტეტის დასაცავად გამოიყო.

ასევე, მორავიეცკი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ საკმარისია უკრაინის დახმარების საკითხზე მანევრირება და რეალური დახმარების ბლოკირება. 

"საკმარისია მანევრირება უკრაინის დახმარების საკითხზე. საკმარისია რეალური დახმარების თავიდან აცილება და ბლოკირება. საკმარისია ტირანისა და მკვლელისთვის დათმობა. რუსეთი ახლა უნდა შეჩერდეს და გაარღვიოს ევროპული გულგრილობის კედელი". - წერს მორავიეცკი. 

კომენტარები