საქართველო-უკრაინა

სარჯველაძე არახამიას განცხადებაზე: ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ

ბატონი არახამიას შემთხვევაში ურთიერთობების დაძაბვის სურვილს შეიძლება, განაპირობებდეს ერთადერთი მიზეზი, მისი ღირებულებების სისტემა თანაზიარია იმ ინტერესებისა და ღირებულებებისა, რომელიც აქვს საქართველოში ომის პარტიას - ნაციონალურ მოძრაობას. ამ ხაზის გატარება, რომელი ღირებულებების სისტემითაც არც უკრაინის და არც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები არ ექცევა როგორც მთავარი ინტერესი და ღირებულება, არამედ ვიწროპარტიული ხაზის გატარება არის ყოველთვის ამ პარტიებისა და ამ კატეგორიის ხალხის მთავარი საზრუნავი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის ამ მორიგ მცდელობას, რომ რაღაცა ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა. რეალობა არის ასეთი - ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება. ეს არაა არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესში.

საზოგადოებრივი მაუწყებლი ინფორმაციით, ამბობს ქართული ოცნების წევრი, მიხეილ სარჯველაძე დავით არახამიაზე, რომელმაც მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ შთაბეჭდილება დარჩა, სამთავრობო დელეგაცია ბუჩაში სურათების გადასაღებად ჩავიდა.

კომენტარები