აშშ-რუსეთი

პანეტა: ვერ შევძელით, საფასურის გადახდა გვეიძულებინა, რამაც რუსეთი წაახალისა

დაზვერვის სამსახურის ყოფილ წარმომადგენელს, რომელსაც პუტინზეც უმუშავია, მესმის, რომ პუტინი მოძალადეა და ის ძალის გამოყენებით მოქმედებს. მისთვის გასაგები ერთადერთი ენა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, იქნებოდა ეს ყირიმში შეჭრა, სირიასა თუ ლიბიაში შეჭრა, თუნდაც, ნებისმიერი ადგილი, სადაც ძალიან გამბედავ კიბერშეტევებს ახორციელებდა, რუსეთს მსგავსი საქციელისთვის საფასური უნდა გადაეხადა და იმან, რომ ჩვენ ვერ შევძელით, საფასურის გადახდა გვეიძულებინა, წაახალისა და რუსეთს საშუალება მისცა, ისეთი სახის ქმედება განეხორციელებინა, როგორიც უკრაინაში შეჭრაა. 

ამბობს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]

კომენტარები