საპარლამენტო ოპოზიცია და ლელო კვლავ სრულად ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობენ საზოგადოების ფოკუსის გადატანას და არ ვიცი ეს არის სიბრიყვის ზღვარზე, თუ უბრალოდ ნებისმიერი აქტივობის ხარჯზე უნდათ აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ. მცდელობა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სიმბოლოები არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენი პრობლემაა, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს და პუტინისტი, ოპორტუნისტი და კოლაბორაციონისტია. ქვეყნის შიგნით კი გვყავს ქსელი პუტინისტური ჯგუფების, რომლებიც ძალადობას ჩადიან, პირდაპირ არიან დაკავშირებული ჩვენი მტრის რეჟიმთან ადმინისტრაციულად და მათ მიმართ არ იდგმება ის ნაბიჯები, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით სრულად ლეგიტიმურად გადასადგმელია. ამ დროს წაყვანა ფოკუსის იქით, რომ კანონმდებლობაა შესაცვლელი, თან ასე ბრიყვულად, რომ "Z" ან "V" აიკრძალოს, არ ვიცი ამას რა სახელი უნდა დაერქვას.
ევროპული საქართველო
ბოკერია: მცდელობა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სიმბოლოები, ფუნდამენტურად არასწორია
tbl.ge/5yzg
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიგიგა ბოკერიასაქართველოს პარლამენტიოპოზიციალელოევროპული საქართველოევროპული საქართველო 2022
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




