NDI-ის კვლევა 2022

NDI: უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსულ აგრესიას ელის

adf.org.au

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსულ აგრესიას ელის. გამოკითხვის მიხედვით, ახალგაზრდები ყველაზე პესიმისტურად არიან განწყობილები. ამასთან, თბილისის მაცხოვრებლები პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურებაზე ყველაზე მეტად ღელავენ.

NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 80% ელის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, 57% - პრორუსული ძალების გაუარესებას, 52% - რუსულ სამხედრო აგრესიას საქართველოს მიმართ. ასევე, 32% მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები გაუარესდება.

გარდა ამისა, მოსახლეობის 81% ფიქრობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

კომენტარები