რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვამ უკრაინას მძიმე ნაღმმტყორცნები გადასცა

ლიტვამ უკრაინას მძიმე ნაღმმტყორცნები გადასცა, რომელთა საერთო ღირებულება ათობით მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა გაავრცელა.

"უკრაინას დასახმარებლად მძიმე ნაღმმტყორცნები გადავეცით. მათ ზუსტ რაოდენობას ვერ დაგისახელებთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მივეცით". - ამბობს ანუშაუსკასი.

ასევე, მინისტრის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, ლიტვის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო დახმარებას შორის არის სტინგერის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ანტისატანკო იარაღები, ანტისაზენიტო რაკეტები, საბრძოლო ტყვია-წამლები, ყუმბარები და სხვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები