ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დეკანოიძე: სააკაშვილს ჯანმრთელობას უსპობენ, პარალელურად კი კითხვარს ავსებენ

საქართველოს ევროპული პერსპექტივის ისტორულ მომენტს პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ყოფნითა და მის მიმართ ყველაზე საზარელი მოპყრობით შევხვდით. რაზე ფიქრობს ხელისუფლება, როცა ადამიანს პირდაპირ და მიზანმიმართულად უსპობს ჯანმრთელობას? მხოლოდ შურისძიებაზე.

ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო ექცევიან ასე პრეზიდენტ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს და პარალელურად, ევროკავშირის კითხვარს ავსებენ...ქვეყანას უსპობენ პერსპექტივას შურისძიების გამო. გადაიყვანეთ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში, რომ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა.

წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე. 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ექიმის დახმარება დასჭირდა.

კომენტარები