პუტინის რუსეთი

რუსეთში ლესბოსელ მონაზვნებზე გადაღებული ფილმი კინოგაქირავებიდან მოიხსნა

Twitter

რუსეთის კულტურის სამინისტრომ პოლ ვერჰუვენის ახალი ფილმი ბენედეტა კინოგაქირავებიდან მოხსნა.

"ფილმის შინაარსი ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას, კერძოდ კი "ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის საშიში ინფორმაციის შემცველი პროდუქციის" კანონს". – წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით თანამდებობიდან დათხოვნილია ის პიროვნება, რომელმაც შეცდომით ფილმი კინოგაქირავებაში დაუშვა. მკაცრი საყვედური მიიღო ასევე კინემატოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა სვეტლანა მაქსიმჩენკომ.

ბენედეტა სახელოვანი ჰოლანდიელი რეჟისორის ბოლო ნამუშევარია. სურათის გმირები კათოლიკური ქალთა მონასტრის მაცხოვრებლები არიან, მოქმედება მე-17 საუკუნის იტალიაში ვითარდება. სურათმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ნომინაცია მიიღო. ბენედეტის ქართული პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წელს გაიმართა.

კომენტარები