Euronews-ი 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთ-უკრაინის ომის 20 ყველაზე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.
გაფრთხილება - მასალა შეიცავს მძიმე კადრებს.
დაათვალიერეთ გალერეა:
ოჯახის წევრები დაბომბვის შემდეგ 99 წლის ქალის დამშვიდებას ცდილობენ - 6 აპრილი, 2022. ავტორი: Vadim Ghirda/AP
ბავშვი ავტობუსის ფანჯარაში, ირპენიდან მოქალაქეების ევაკუაციის დროს - 9 მარტი, 2022. ავტორი: Vadim Ghirda/AP
ბუჩა - ძაღლი მოხუცი ქალის ცხედართან. 5 აპრილი, 2022. ავტორი: Felipe Dana/AP
ბუჩაში მოკლულები მორგში გადაჰყავთ - 12 აპრილი, 2022. ავტორი: Rodrigo Abd/AP
მეხანძრე კიევში, ოკუპანტების მიერ დაბომბვისას დაზიანებულ სახლთან - 15 მარტი, 2022. ავტორი: Vadim Ghirda/AP
ხელებშეკრული კაცის ცხედარი ბუჩაში - 3 აპრილი, 2022. ავტორი: Vadim Ghirda/AP
კაცი ხარკოვში ოკუპანტების დაბომბვისას დანგრეულ სახლთან - 24 მარტი, 2022. ავტორი: Felipe Dana/AP
ლოს-ანჯელესში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე უკრაინის დროშასთან მზესუმზირებით ხელში კაცი ზის - 11 მარტი, 2022. ავტორი: Jae C. Hong/AP
ბომბსაფარი ლვოვში - 26 მარტი, 2022
ხარკოვში დაბომბვის შემდეგ მეხანძრეები სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ - 11 აპრილი, 2022. ავტორი: Felipe Dana/AP
მამა პოლონეთში ევაკუაციამდე 9 წლის შვილს ემშვიდობება - 4 აპრილი, 2022. ავტორი: Petros Giannakouris/AP
მოქალაქე დანგრეულ შენობაში საკუთარ ნივთებს ეძებს - 5 აპრილი, 2022. ავტორი: Vadim Ghirda/AP
ჯარისკაცი ირპენში ბურთით თამაშობს - 2 აპრილი, 2022. ავტორი: Rodrigo Abd/AP
კაცი ხარკოვში დაბომბვის დროს მაღაზიიდან ნივთების გამოტანას ცდილობს - 25 მარტი, 2022. ავტორი: Felipe Dana/AP
უკრაინელი ჯარისკაცები მებრძოლის დაკრძალვას ესწრებიან - 20 მარტი, 2022. ავტორი: Felipe Dana/AP
მოქალაქეები კიევის სადგურზე - 4 მარტი, 2022. ავტორი: Emilio Morenatti/AP
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში - 4 აპრილი, 2022. ავტორი: Ronaldo Schemidt/AFP
პოლიცია ბუჩაში მორგში გაგზავნამდე დაღუპულების იდენტიფიცირებას ცდილობს - 6 აპრილი, 2022. ავტორი: Rodrigo Abd/AP
მეხანძრე კიევში, დაბომბვისგან დაზიანებულ სახლში - 23 მარტი, 2022. ავტორი: Vadim Ghirda/AP
ბუდაპეშტი, უნგრეთი - უკრაინის მხარდამჭერი აქცია. 9 მარტი, 2022. ავტორი: Anna Szilagyi/AP




